ფეხბურთი

11:41 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდა “ბარსელონასაც” სურს

კატალონიის “ბარსელონას” მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველის – კეისუკე ჰონდას შეძენა სურს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბლაუგრანა” 27 წლის იაპონელს ტიაგო ალკანტარას შემცვლელად განიხილავს.

მოგეხსენებათ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ტიაგომ “კამპ ნოუ” დატოვოს და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს. შესაბამისად, კატალონიელებმა მისი შემცვლელების ძებნა დაიწყეს და ჰონდასაც ამიტომ დაუმიზნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰონდა “მილანს” პირად კონტრაქტზე უკვე მოურიგდა, მაგრამ იტალიელები ცსკა-სთან შეთანხმებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ. “როსონერის” გარდა, აზიელის ხილვით “ევერტონი”, “ტოტენჰემი” და “ფენერბახჩე” არიან დაინტერესებულნი.

ჰონდას სატრანსფერო ღირებულება 2-დან 7 მილიონ ევრომდე მერყეობს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110515