ფეხბურთი

21:51 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლოვეიმ თანამდებობა დატოვა

“კრისტალ პალასის” მთავარმა მწვრთნელმა იან ჰოლოვეიმ თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას ,,სკაი სპორტი’’ ავრცელებს.

ბოლო პერიოდში, გუნდის შედეგებიდან გამომდინარე, ჰოლოვეის მიმართ კრიტიკა ხშირად ისმოდა, კლუბი 8 ტურის შემდეგ 3 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა. ასე რომ, აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა.

ჰოლოვეის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, ხოლო კლუბის დირექტორმა სტივ პერიშმა შემდეგი თქვა: ,,ვცდილობდით პრემიერლიგისთვის ძლიერი შემადგენლობა შეგვეკრიბა, თუმცა ფაქტია, პრემიერლიგა სხვა დონეა და აქ გაცილებით მაღალი კლასია საჭირო, ვიდრე ჩემპიონშიფში. გუნდის გამოსვლით უკმაყოფილო ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი ძალაშია, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ.’’

რაც შეეხება ჰოლოვეის ,,კრისტალ პალასში’’ მოღვაწეობის პერიოდს, იგი კლუბში  გასულ სეზონში მივიდა და მისი პრემიერლიგაში გადმოყვანაც მოახერხა, თუმცა ინგლისის უძლიერს კლუბთა შორის ასპარეზობა წატუმატებელი აღმოჩნდა.

ჰოლოვეიმ  გუნდს უკანასკნელად ,,ფულემთან’’ საშინაო შეხვედრაში უთავკაცა, ეს მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (1:4).

დიმიტრი შარიქაძე

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13492