როგორც ამერიკული მედია იუწყება, ლეგენდარული მოკრივე, ევანდერ ჰოლიფილდი, შესაძლებელია თავის ყოფილ ცოლს, სანდი ჰოლიფილდს (ევანსს) შეურიგდეს და წარსულში სკანდალად ქცეული ცოლის ღალატი დაივიწყოს.
ევანდერი და მისი ნაცოლარი, მრავალი ამბის მქექავ ჟურნალისტებს რამდენჯერმე ერთად ხელიხელგადახვეულები დაუნახავთ და მათი დამნახავი კაცი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ორი წლის წინათ, მოკრივემ თავისი ცოლი ღალატის გამო კინაღამ საიქიოს გაისტუმრა.
მართალია, ღალატის შესახებ არც ევანდერი და არც სანდი ხმამაღლა არასოდეს ლაპარაკობდნენ, მაგრამ, როგორც ჭორებიდან ვიცით, ევანდერს ცოლმა მათი ბაღის მომვლელთან უღალატა და სწორედ ეს ფაქტი გახდა წყვილის დაშორების მიზეზი.