ასე სუსტად თუ ითამაშებდა ჰოლანდიის ნაკრები, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. დუნედ, ზლაზვნით, ემოციის გარეშე – ფაქტობრივად, არ ეტყობოდათ თამაშის წყურვილი. ახალგაზრდა “ნარინჯისფერები” მაინცდამაინც ვერც მოლდოვასთან ბრწყინავდნენ, თუმცა მეორე ნახევარში მაინც გაიტანეს 3 გოლი, უელსი კი ერთხელაც ვერ დაამწუხრეს და საერთოდ, საგოლე მომენტიც თითქმის არ ჰქონიათ.
მე-15 წუთზე აკოლასტემ ვარდნაში დარტყმით ააცილა, თურქული წარმოშობის ფლანგელმა ბილალმა ძლიერად დაარტყა და მეკარემ მოიგერია. ეს ყველაფერი საწყის 25 წუთში. ამის შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, უელსელთა მეკარე ერთხელაც არ გადამხტარა. მეორე ნახევარში ჩასაწერი საერთოდ არაფერი ყოფილა შეცვლებისა და ყვითელი ბარათების გარდა.
უელსს უფრო რეალური შანსი ჰქონდა, როცა 35-ე წუთზე უეინ ჯონსმა ახლოდან ააცილა. მოჭრილი დაარტყა და ზედმეტად მოჭრა გამოუვიდა. იდეალური მომენტი იყო.
კიდევ რაც მოხდა, საწყის ნახევარ საათში მინდორზე ყველაზე აქტიური აბდელფათახ ნური შევიდა საჯარიმოში და წააქციეს, მსაჯმა კი სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა. საეჭვო ეპიზოდი იყო.
მეორე ტაიმზე უკვე ვთქვით – საინტერესო არაფერი მომხდარა და მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც არ ყოფილა. ჰოლანდიელები დასეირნობდნენ და ბურთს აგორავებდნენ. უელსს კი გარისკვის შეეშინდა – ცენტრის იქით ორ-სამჯერ თუ გადავიდა და ისიც, მალევე კარგავდა ბურთს.
საკვირველი ისაა, რომ ასეთ უნიათო თამაშში, ჰოლანდიელმა მარჯვენა მცველმა უელშმა წითელი ბარათის მიღება “მოახერხა” – ორივე ყვითელი მოედნის ცენტრში უხეშობისთვის უჩვენეს.
ჰოლანდია-უელსი 0:0
15.11.2013. 15:00.
ჰოლანდია: ჰავეკოტი, უელში, ლუკასენი, ჰენდრიქსი, რიდევალდი, დამერსი (ჟივკოვიჩი 68), ლემანსი, ბილალი, ვლუტი (სანო 78), კარსდორპი (ბაზოერი 68), აკოლასტე.
მწვრთნელი: ვიმ ვან ზვამი.
უელსი: ქროუ, უიქჰემი, ჯონი, რ. ევანსი (ვიკსი 64), იორვერტი, შინანი, ოსალივანი, ვილიამსი, სმიტი, ნური (ჯ. ევანსი 76), ჯონსი (რიდი 81).
მწვრთნელი: ჯერენტ ვილიამსი.
გაფრთხილება: ნური (24), შინანი (33), ვილიამსი (39), დამერსი (57), უელში (86, 90+4).
გაძევება: უელში (90+4).
მსაჯი: ზელინკა (ჩეხეთი).
1. | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 7:1 | 6 |
2. | ჰოლანდია | 2 | 1 | 1 | 0 | 3:0 | 4 |
3. | უელსი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:5 | 1 |
4. | მოლდოვა | 2 | 0 | 0 | 2 | 0:5 | 0 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დესტრო გირჩევნოდეთ მანჯუკიჩს, თან კიდევ გაიზრდება. ჯეკო კაია. ვერტონგენი რათ გინდათ? მაგას კასტანი გირჩევნოდეთ და ფლანგზე მაიკონი მაგარია
ვერტოგენს 2 თავით ჯობია კასტანი .... რაც შეეხება ფლანგებს მაიკონი კი კარგია მაგრამ აქით დოდოა დოდო : )))
ჯერ დავიწყებ იქიდან რომ რომას ბალეშიკი ვარ და ნამდვილად არმინდა გუნდში არც კალუ არც ძეკო და არც მანძუკიჩი.. ვიზეც მიდის ნამდვილად საუბარი და კონტაქტი მაკმაყოფილებს ;ჯექსონ მარტინესი" რაც შეეხება ვერტოგენის საუკეთესო მცველობას .. ბოდიშ მოგიხდით და ეტყობა თქვენ არგიყურებიათ წლევანდელი ტოტეს თამაშებისთვის ეგ და კაბული ისეთ შეცდომებს უშვებდნენ მთელი სეზონის განმავლობაში რო რის საუკეთესო მცველობაზეა ლაპარაკი.. ან რა 30 მილიონზე მეტზე საუბარი ტო
ბაზარი არაა...რა ღა დროის კალუა ან ვერტონგენი რა დონე...
რომას შახტარის ადრიანო დახატავდა
მარტინესი მოვიდეს და გაასწორებს
)
აქუბარდია უმეტესად არ უწევს კოშტა-ვილიას თამაში ერთად და თან ორივეს აქვს ნათამაშები მეორე ფორვარდად და უწყობენ ხელს და აქ ჯეკოც და მანჯუც ორივე ტიპიური ცენტრ ფორვარდები არიან
თან ჯეკო და მანჯუ ერთი ტიპის ფორვარდები არიან ჯეკო უფრო კლასნია და მანჯუ რაღად გინდა თუ 2 ფორვარდით გინდა ითამაშონ მაშინ ჯეკო ცენტრ ფორვარდია და მაშინ ეგრედ წოდებულ მეორე ფორვარდს რომ თამაშობს ისეთი ფეხბურთელი გჭირდებათ ვთქვათ სანჩესი
რატო ატლე ვერ ათამასებს კოშტა-ვილიას?
ერთი სტილის ფორვარდები არიან, მერე რა ორი თავდამსხმელით ითამაშონ. სანჩესი ჰყავს რომას
აქუბარდია ცდები ბრატ ჯეკო კი 30 ლიმონია და მაგდენივე ღირს მანჯუკიჩი და ვერტონგენს 25 ლიმონად კი არა 40 ლიმონად თუ იყიდე კარგია,ტიპი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია რამის ყველა გრანდს უნდა 40 ზე ნაკლებად ვერტოს ვერ იყიდის ვერავინ
კაი ერთი მაგის საუკეთესოობა არ გაიშვა არსად, წელს ყველა მაგას დათრევდა ვისაც არ დაეზარა
რა კალუ რომა, რა კალუ, დაბრუნდი რა!!!
.................................ჯეკო........მანჯუკიჩი.......................
........ლიაიჩი............დე როსი...........სტროოტმანი............პიანიჩი....
........ვინმე..............ვერტონგენი...........ბენატია.............ვინმე.....
.......................................ვინმე................................
დესტრო გაუშვით ვოლფსბურგში 30 მილიონ ევროდ.
შემდეგ სეზონში ტოტიც ითამაშებს და რაღაც არ მგონია ტოტი სასტავში არ იყოს
))
დაბერდა უკვე ტოტი, სანამდე ითამასოს
ოჰ რა სასტავია ჯეკო,მანჯუკიჩს,ვერტონგენს 100 ლიმონი უნდა მარტო და 3 კიდე ვინმეო გიწერია მაგდენს რეალი არ ხარჯავს
ჯეკო 30 მილიონი, მანჯუ 25, ვერტონგენი 25, დანარჩენ სამს 30 მილიონი.
30 მილიონს წოლფსბურგი იხდის და კიდე ვინმეს გაყიდიან და ერთი 70 მილიონი კი ექნებათ ამერიკელებს
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
magdeni fulis damxarjvelebi rom ararian eg xo kvelam icis)))))