ფეხბურთი

19:48 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიაში საუკეთესო კვლავ დე ბურია

ამსტერდამის “აიაქსის” დამრიგებელი ფრანკ დე ბური რინუს მიხელსის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა.

43 წლის სპეციალისტი “აიაქსს” მე-4 წელია წვრთნის და მან გუნდს ჰოლანდიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოაგებინა.

დე ბურის გარდა, ჰოლანდიის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის რონალდ კუმანი (“ფეიენორდი”), ტერე ბოში (“ვიტესი”), დუაიტ ლოდევეგესი (“კამბური”) და ჰარი ვან დენ ჰამი (“დორდრეხტი”) იბრძოდნენ.

ქვეყნის საუკეთესო მწვრთნელად დე ბური ზედიზედ მეორედ დასახელდა. აქამდე ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც რინუს მიხელსის სახელობის ჯილდო ზედიზედ 2-ჯერ მოეგო, გუს ჰიდინკი იყო, რომელიც საუკეთესოდ 2005 და 2006 წლებში დასახელდა. 2-ჯერ აქვს პრემია მიღებული ლუი ვან გაალს, მაგრამ ერთი წლის გამოტოვებით – 2007 და 2009 წლებში.

0.115816