კალათბურთი

12:57 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიამ ქართველ 16-წლამდელებს რევანში აუღო

პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჰოლანდიასთან მეორე დაპირისპირება წააგო. ქალაქ ვირტში საკონტროლო მატჩების გასამართად ჩასული ქართველები მასპინძლებს თითო მოგება-წაგებით გაეყარნენ და დღეს გეზს ბელგიისკენ აიღებენ, სადაც მასპინძლებთან, შვეიცარიასა და პორტუგალიასთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის შემადგენელი ნაწილია. კონტინენტის პირველობის B დივიზიონის მატჩები ბოსნიაში 8-18 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კი უკვე 6 გასვლითი საკონტროლო მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო და 2-ში დამარცხდა.

ჰოლანდიელებთან მარცხი მწარე გამოდგა. წინა დღეს ქართველებმა მასპინძლებს ბოლო მეოთხედში 16-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილეს და დამატებით დროში 68:65 მოიგეს, რისთვისაც ჰოლანდიელებმა ღირსეული რევანში აიღეს.

მესამე მეოთხედში, რიცა ჰოლანდია 57:49 იგებდა და ქართველებს წარმატების იმედი ჰქონდათ, მასპინძლებმა წარმოუდგენელი სპურტი მოაწყვეს. ჰოლანდიამ დროის რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი, რომელიც მესამედან მეოთხე პერიოდში გაგრძელდა, 18:0 მოიგეს და 75:49 დაწინაურდნენ.

ბოლო მეოთხედი საქართველომ 2:26 წააგო და საბოლოოდ შეხვედრაც დიდი სხვაობით – 51:85 დათმო. აღსანიშნავია, რომ ქართველებს ამ მატჩში ის კალათბურთელები აკლდათ, რომლებიც წინა მატჩში დაშავდნენ – გიგი გოგობერიშვილი, ზურაბ კერესელიძე, ბილი ალიევი. არ უთამაშია არც გიორგი ცირეკიძეს, რომელიც გაციებულია. ქართველები ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს ჩავლენ, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ჰოლანდია. ვირტი. 30 ივლისი

ჰოლანდია – საქართველო 85:51 (21:8, 21:24, 17:16, 26:2)

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.110181
სარეკლამო ადგილი - 99
X x X