ავსტრალიის ქალაქ პერტში 2013 წლის 28 დეკემბრიდან 2014-ის 4 იანვრის ჩათვლით ჰოფმანის თასის მორიგი გათამაშება ჩატარდება. მთავარი პრიზისთვის 8 ნაკრები, 2 ჯგუფად იბრძოლებს.
ტურნირის ორგანიზატორებმა მონაწილე ნაკრებთა შემადგენლობა გამოაცხადეს.
А ჯგუფი
ავსტრალია: ბერნარდ ტომიჩი, სამანტა სტოსური
კანადა: მილოშ რაონიჩი, ეჟენი ბუშარი
იტალია: ანდრეას სეპი, ფლავია პენეტა
პოლონეთი: ეჟი იანოვიჩი, აგნეშკა რადვანსკა
В ჯგუფი
ჩეხეთი: რადეკ შტეპანეკი, პეტრა კვიტოვა
საფრანგეთი: ჟო-ვილფრიდ ცონგა, ალიზ კორნე
ესპანეთი: ტომი რობრედო, ანაბელ მედინა გარიგესი
აშშ: ჯონ იზნერი, სლოან სტივენსი









