საფრანგეთის ნაკრებმა ჰოფმანის თასის ფინალში პოლონეთს 2:1 მოუგო და პირველად გახდა ამ შეჯიბრების გამარჯვებული. ფინალში გადამწყვეტი წყვილთა ორთაბრძოლა გამოდგა. 23 წლის ალიზ კორნესა და 28 წლის ჟო-ვილფრიდ ცონგას ტანდემმა იოლად გატეხა აგნეშკა რადვანსკასა და გჟეგოჟ პანფილის წინააღმდეგობა 6:0, 6:2 და სამფეროვნები გააჩემპიონა.
ერთეულთა მატჩებს რაც შეეხება, თავდაპირველად ცონგამ ფრანგები დააწინაურა (6:3, 3:6, 6:3 მოუგო პანფილს), რადვანსკამ კი კორნეს ძლევით (6:3, 6:7, 6:2) წონასწორობა აღადგინა.
წლევანდლამდე ფრანგები ჰოფმანის თასის ფინალში 1998 და 2012 წლებშიც გავიდნენ, მაგრამ შესაბამისად სლოვაკებთან და ჩეხებთან დამარცხდნენ.









