ფეხბურთი

0:06 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ჰოფენჰაიმმა“ „ვოლფსბურგი“ გაანადგურა

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტური ორი მატჩით დასრულდა. ჰოფენჰაიმმა“ „ვოლფსბურგი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა, „აინტრახტმა“ კი, „შტუტგარტთან“ აიღო 3 ქულა.

„რაინ ნეკარ არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა 8 გოლი იხილეს და თამამად შეიძლება ითქვას, არ მოუწყენიათ. ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - რობერტო ფირმინომ ანტონი მოდესტის პასით ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა. „მგლებმა“ ჰოლანდიელი ბას დოსტის გოლით წონასწორობა მალევე აღადგინეს, მაგრამ ამის შემდეგ, შავი დღე დაადგათ. „ჰოფენჰაიმმა“ პირველი ტაიმის დასრულებამდე კიდევ 3 გოლის გატანა მოასწრო და შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა.

76-ე წუთზე, ივან პერიშიჩმა თითქმის დაუცველ კარში იოლად მოათავსა ბურთი და ტაბლოზე 4:2 დააფიქსირა, მაგრამ ეს სტუმართათვის ბევრი ვერაფერი შვება იყო. მით უმეტეს, რომ სეიად სალიჰოვიჩის პენალტისა და სვენ შიპლოკის გოლების წყალობით, „ჰოფენჰაიმმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა და 6:2 იმარჯვა.

„აინტრახტი“ თავის მოედანზე „შტუტგარტს“ დაუხვდა და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, 3 ქულის აღება მაინც მოახერხა. 31-ე წუთზე, მარტინ ჰარნიკმა იხეირა და შტუტგარტელები შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.

მასპინძლებთა თამაშში გარდატეხის შეტანა უკანასკნელ 10 წუთში შეძლეს და ორი უპასუხო ბურთის წყალობით, 2:1 იმარჯვეს.

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 24519

ჰოფენჰაიმი - ვოლფსბურგი 6:2 (4:1) 

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი (ტოლიანი 87), ზიულე, პოლანსკი, სალიჰოვიჩი, რუდი, შტრობლი, ფირმინო (კარამანი 88), მოდესტი (შიპლოკი 73), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე (ოლიჩი 80), გუსტავო, პერიშიჩი (ოქსი 84), ტრეში, მედოევიჩი (კალიჯური 46), დე ბრეინე, არნოლდი, დოსტი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 1:0 ფირმინო (4), 1:1 დოსტი (15), 2:1 ზიულე (37), 3:1 მოდესტი (39), 4:1 მოდესტი (43), 4:2 პერიშიჩი (76), 5:2 სალიჰოვიჩი (82პ.), 6:2 შიპლოკი (86)

გაფრთხილება: კნოხე (9), გუსტავო (30)

გაძევება: ტრეში (81)

კარში დარტყმა: 17 (9) – 6 (5) ჯარიმა: 15 - 23 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 3 – 3

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 43200

აინტრახტი - შტუტგარტი 2:1 (0:1)

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, მადლუნგი, სამბრანო, ოჩიპკა (ჯაკპა 65), იუნგი, ბარნეტა, მაიერი, აიგნერი, ფლიუმი (ვაისი 90), ხოსელუ (როზენტალი 46).

მწვრთნელი: არმინ ფე

შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა (ტრაორე 90), შვაბი, ნიდერმაიერი, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, ლაიტნერი, მაქსიმი (ხედირა 82), ჰარნიკი, კაკაუ (ვერნერი 85).

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

გოლი: 0:1 ჰარნიკი (31), 1:1 როზენტალი (80), 2:1 მაიერი (89)

გაფრთხილება: იუნგი (52) - ნიდერმაიერი (76)

კარში დარტყმა: 13 (11) – 13 (8) ჯარიმა: 24 - 16 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 5 - 4 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 7 – 9

0.941189