გერმანიის ბუნდესლიგის 28–ე ტური „ჰოფენჰაიმისა“ და „ფორტუნას“ მატჩით გაიხსნა. ერთი შეხედვით, ზინსჰაიმელებმა მატჩი ადვილად მოიგეს, მაგრამ საქმე მთლად ასეც არ ყოფილა.
მე–11 წუთზე, სვენ შიპლოკის კარგი პასის წყალობით, რობერტო ფირმინო დასარტყმელ პოზიციაში აღმოჩნდა და ანაგრიშის გახსნა არ გასჭირვებია. ამის შემდეგ, „ჰოფენჰაიმი“ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ პირველ ტაიმში ანგარიში ვერ შეცვალა.
მასპინძლები 2–ბურთიანი უპირატესობით მას შემდეგ დაწინაურდნენ, რაც დიუსელდორფელმა ანდრეას ლამბერცმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამ გოლის შემდეგ, ეჭვი აღარავის ეპარებოდა იმაში, რომ ზინსჰაიმელები 3 ქულას ხელიდან არ გაუშვებდნენ. მეტიც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კევინ ფოლანდმა კიდევ ერთხელ აიღო „ფორტუნას“ კარი და „ჰოფენჰაიმს“ 3:0 მოაგებინა.
ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 28000
ჰოფენჰაიმი – ფორტუნა 3:0 (1:0)
ჰოფენჰაიმი: გომესი (კასტელსი (54), ბეკი, ჯონსონი, აბრაჰამი (დელპიერი 34), ვესტერგორი, პოლანსკი, ვაისი, სალიჰოვიჩი, ფირმინო, შიპლოკი (რუდი 81), ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
ფორტუნა: გიფერი, ლატკა, მალეზასი, ვან დენ ბერგი, ბალოგუნი, ტეშე (ილსე 65), ბელინგჰაუზენი, ლამბერცი (რაიზინგერი 84), ფინკი, ბოლი (შაჰინი 9), კრუზი.
მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი
გოლები: 1:0 ფირმინო (11), 2:0 ლამბერცი (75ს.კ), 3:0 ფოლანდი (90)
გაფრთხილებები: სალიჰოვიჩი (45), ვაისი (84) – ლატკა (15), ტეშე (36), ილსე (77)
კარში დარტყმა: 16 (8) – 8 (3) ჯარიმა: 23 - 16 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 3 – 7