ფეხბურთი

17:51 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონმა პოლონეთისთვის სტერლინგი გამოიძახა

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პოლონეთთან დასკვნითი მატჩისთვის “ლივერპულის” ნახევარმცველი რახიმ სტერლინგი მიიწვია.

თავდაპირველად, ჰოჯსონმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ ორი მოთამაშე გამოაკლდა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ტომ კლევერლიმ წვივის ორთავა კუნთი დაიზიანა, ხოლო “ტოტენჰემის” მცველი კაილ უოქერი პოლონეთთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

უოქერს დაცვის მარჯვენა ფლანგზე ფილ ჯონსი ან კრის სმოლინგი შეცვლის, ხოლო კლევერლის მაგივრად, ინგლისელთა თავკაცმა სტერლინგს უხმო, რომელმაც ხუთშაბათს ინგლისი-სან მარინოს 21-წლამდელთა მატჩში (4:0) ითამაშა.

18 წლის სტერლინგს ეროვნულ გუნდში დებიუტი შარშან ნოემბერში უკრაინასთან ჰქონდა და მას შემდეგ, ჰოჯსონმა მეორედ უხმო. 

0.112693