ფეხბურთი

18:33 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონისთვის ჯგუფი საინტერესოა

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის აზრით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მისი გუნდი საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც სამივე გუნდი ძალიან ძლიერია.

“კოსტა-რიკაც კი ძალიან ძლიერია. იურგენ კლინსმანი მაფრთხილებდა თუ როგორ ხისტად თამაშობს ეს გუნდი. განვლილ კენჭისყრას პოზიტიურად ვაფასებ. საბოლოოდ რა მოხდება არასოდეს იცი.

ქაღალდზე მატჩებს ვერ მოიგებ. თუ გუნდი კარგადაა მომზადებული სამივე თამაშში გამარჯვების შანსი გაქვს. ჩვენ საინტერესო ჯგუფში ვართ, სადაც სამი ძალიან ძლიერი გუნდია. ასევე, ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილის დათვალიერების საშუალება გვეძლევა, რაც წარმოუდგენელი გამოცდილებაა” – ციტირებს ჰოჯსონს BBC. 

0.121946