ინგლისის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 11 ოქტომბერს ჩერნოგორიის, ხოლო 15 ოქტომბერს პოლონეთის ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ჰოჯსონმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), ფრეიზერ ფორსტერი (“სელტიკი”, შოტლანდია), ჯონ რადი (“ნორვიჩი”).
მცველები: ლეიტონ ბეინსი (“ევერტონი”), გარი კეჰილი, ეშლი კოული (ორივე “ჩელსი”), ფილ იაგიელკა (“ევერტონი”), ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), კაილ უოქერი (“ტოტენჰემი”).
ნახევარმცველები: როს ბარკლი (“ევერტონი”), მაიკლ ქერიკი, ტომ კლევერლი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”), ფრენკ ლამპარდი (“ჩელსი”), ჯეიმს მილნერი (“მანჩესტერ სიტი”), ანდროს თაუნსენდი (“ტოტენჰემი”), ჯეკ უილშირი (“არსენალი”).
თავდამსხმელები: უეინ რუნი, დენი უელბეკი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), რიკი ლამბერტი (“საუთჰემპტონი”), დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), ჯერმეინ დეფო (“ტოტენჰემი”).