ფეხბურთი

15:32 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონის რჩეულთა სია

 

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო.

როი ჰოჯსონმა 3 სექტემბერს ნორვეგიასთან ამხანაგური და 8 სექტემბერს შვეიცარიასთან ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩებისთვის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი"), ფრეიზერ ფორსტერი ("საუთჰემპტონი"), ბენ ფოსტერი ("ვესტ ბრომვიჩი").

მცველები: ლეიტონ ბეინსი, ფილ იაგიელკა, ჯონ სტოუნზი (სამივე "ევერტონი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), კალუმ ჩამბერსი ("არსენალი"), დანი როუზი ("ტოტენჰემი"), ფილ ჯონსი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

ნახევარმცველები: ჯეკ კოლბექი ("ნიუკასლი"), ფაბიან დელფი ("ასტონ ვილა") ჯორდან ჰენდერსონი, რაჰიმ სტერლინგი (ორივე "ლივერპული"), ჯეიმს მილნერი ("მანჩესტერ სიტი"), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯეკ უილშირი (ორივე "არსენალი"), ანდროს თაუნსენდი ("ტოტენჰემი").

თავდამსხმელები: რიკი ლამბერტი, დანიელ სტარიჯი (ორივე "ლივერპული") უეინ რუნი, დანი უელბეკი (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი").

გიორგი ბალახაძე

0.113663