ფეხბურთი

20:48 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი: “ზედმეტი პრაგმატიზმი სისულელეა”

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში მოღვაწე პირები, გარკვეულწილად, მეოცნებეები უნდა იყვნენ და ზედმეტი პრაგმატიზმი საჭირო არაა.

“ჩვენ საფეხბურთო საზოგადოება ვართ და გარკვეულწილად შეხება ოცნებებთან გვაქვს. ზედმეტი პრაგმატიზმი სისულელეა. როდესაც ბალიშზე თავს დებ, წარმოიდგენ შენს გუნდს, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია და რომლის ფეხბურთელებიც შინ გმირებად ბრუნდებიან. სხვაგვარად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.” – აცხადებს ჰოჯსონი, რომელიც კომენტარს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურაზეც აკეთებს: “ბრაზილიაში სიცხეა, მაგრამ რას ვიზამთ, მსოფლიოს ჩემპიონატები ზაფხულში იმართება. ცხელოდა სამხრეთ აფრიკაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სიცხე იქნება ბრაზილიაშიც.”

0.120705