მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შემტევმა უილფრიდ ზაჰამ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და განათხოვრების წესით “კარდიფში” გადავიდა, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მის ჩამოწერას ნაადრევად მიიჩნევს.
The Telegraph-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის მიერ დანიასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გუნდის განაცხადში იქნება.
ვარაუდობენ, რომ ჰოჯსონი გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება, 13 მაისს დაასახელებს, 23-კაციანი განაცხადი კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მაგრამ მანამდე მთავარი მწვრთნელი აპირებს, საქმეში არა მხოლოდ ზაჰა, არამედ ადამ ჯონსი, ანდროს თაუნსენდი, ალექს ოქსკეიდ-ჩემბერლენი და რაჰიმ სტერლინგიც იხილოს.
ზაჰა “მანჩესტერ იუნაიტედში” მიმდინარე სეზონის წინ “კრისტალ პალასიდან” გადავიდა, მაგრამ პრემიერლიგის მხოლოდ ორ, სულ კი 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “კარდიფის” მაისურით მან პრემიერლიგის სამ შეიხვედრაში ითამაშა, ინგლისის ეროვნული გუნდის მაისური კი, 2012 წლიდან დღემდე ორჯერ მოირგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორ მიყვარდა ბალაკი ერთ დროს და რას წარმოვიდგენდი რომ აღარ დამაინტერსებდა ამისი ამბები მომავალში. რაც ლევერკუზენიდან წავიდა მის მერე გაუფასურდა ჩემს თვალში. მერე ჩელსი.
იმედია მწვრთნელობაში მაინც გაგიმართლებს 13
კაცი რომელმაც ჩელსი და გერმანიიის ნაკრები შემაყვარა
არა რაა მაგარი იგროკი იყო
ჯერ კიდე დეკემბერში იძახდა მწვრთნელის კურსები უნდა გავიაროო და მე მეგონა სექტემბრიდან დაიწყებდა საქმიანობას მარა ამას ჯერ ლიცენზიაც არ ქონიააა..... ისე მაგარი ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და წესით მაგარი მწვრთნელიც უნდა დადგესსს
წარმატებები როგორც ფეხბურტელი მაგარი იყო იმედია მწვრთნელის რანგშიც წარმატებას მიახწევს
მაგარი ხარ ბალაკ,ერთ-ერთი იმათგანია ვინც ფეხბურთი შემაყვარა გერმანია და ბუნდესლიგა,იმედია მწვრთნელიც კარგი დადგები და ბაიერნშიც სიამოვნებით გიხილავთ წლების მერე
მაგარი იყავი და იმედია მწვრთლეიც მაგარი იქნები
))