ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ხელეწიფება.
“ვფიქრობ, ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია. თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვებია და არასდროს მესმოდა იმ ხალხის, რომელიც ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დარწმუნებული ვარ, სკოლარი იგივეს ამბობს ბრაზილიაზე. ასეთივე სიტუაცია გვაქვს ურუგვაის, არგენტინის, გერმანიის შემთხვევაში. რატომ უნდა ვთქვათ სხვა რამ?
თუ მოგება გვინდა, კარგად უნდა ვითამაშოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ სიტყვას, რწმენას და ოპტიმიზმს აზრი არ აქვს.” – აცხადებს ჰოჯსონი.