ფეხბურთი

23:14 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი ახალ კონტრაქტს არ გამორიცხავს

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გამორიცხავს.

ჰოჯსონს ინგლისელებთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს და როგორც ირკვევა, ის თანამშრომლობის გაგრძელების წინააღმდეგი არაა.

“ჩემს კონტრაქტს ვადა ჯერ არ გასვლია და მინდა მის ამოწურვამდე გუნდში დავრჩე. მზად ვარ თუ არა ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად? შესაძლოა. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.” – აცხადებს როი ჰოჯსონი.

0.126411