მსოფლიო რეიტინგის 23-ე ჩოგანმა ჯონ ისნერმა, ჰიუსტონში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ფინალში გააღწია. ნახევარფინალურ ეტაპზე, მან მძიმე ბრძოლაში ასპარეზობას გამოთიშა არგენტინელი ხუან მონაკო - 1:6, 6:4, 6:4.
შეხვედრა 2 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, ისნერმა ორჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება, საკუთარი ჩაწოდება კი სამჯერ დათმო. ამერიკელის ანგარიშზე ასევე გახლდათ 9 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა, მონაკომ კი 1 ეისის წილ, 5 ორმაგი დაუშვა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა ისნერის სასარგებლოდ - 3:1.
ფინალურ მატჩში, ამერიკელი ჩოგბურთელი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ნიკოლას ალმაგროს დაუპირისპირდება, რომელმაც იოლად დაამარცხა კორტების კიდევ ერთი მასპინძელი რაიან უილიამსი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წადი სტივსონ
მეც მინდოდა რომ გამოეძახა