კალათბურთი

16:39 | 17.01.2014 | ნანახია 1759 - ჯერ

“ჰიუსტონის” “შავი” დღე – 19 ქულა ტაიმში

მას შემდეგ, რაც ლონდონური ტურნეს ეგიდით თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ  ნეთსმა” ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი “ატლანტა ჰოუქსი” იოლად (127:110) დაამარცხა, ოკეანის გაღმა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) კიდევ 2 მატჩი ჩატარდა.

უცნაური ამბავი შეემთხვა “ჰიუსტონ როკეტსს”, რომელმაც “ოკლაჰომა სიტი სანდერთან” მატჩის პირველ ტაიმში მეტოქეს 73 ქულა ჩაუგდო, მეორეში კი მხოლოდ – 19 (!) და ამით, ნბა-ს ანტი-რეკორდი გაიმეორა.

ცნობისთვის, საწყის ნახევარში “როკეტსმა” თამაშიდან ბურთების 56.5% (26 46-დან) ჩააგდო, ხოლო მე-2 ტაიმში 36-დან 7 ტყორცნა გამოიყენა (14-ვე სამქულიანი ააცილა) და ბურთი 12-ჯერ დაკარგა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანები ჯეიმს ჰარდენი და ტერენს ჯონსი 16-16 ქულას ვერ ასცდნენ, ხოლო ოკლაჰომელთა ლიდერმა კევინ დიურანტმა 42:45 წუთში 36 ქულა მიითვალა.

ჩემპიონატის ლიდერ “ინდიანა პეისერზს” (31 მოგება, 7 მარცხი) პრობლემა არც “ნიუ იორკ ნიქსთან” შექმნია და კარმელო ენტონის გუნდი 117:89 გაანადგურა, რითაც მიჯრით მე-9 საშინაო გამარჯვება გაიფორმა. ინდიანელთაგან 20-ქულიან ზღვარს ერთბაშად სამი კალათბურთელი გადასცდა, ხსენებულამ ენტონიმ კი 28 ქულა მიითვალა.

 

ჰიუსტონი – ოკლაჰომა სიტი 92:104 (32:36, 41:23, 10:24, 9:21)

ჰიუსტონი: ჰარდენი (16 ქ. 7 მ. 8 პ.), ჯონსი (16 ქ. 13 მ.), პარსონსი (14 ქ.), ჰოვარდი (11 ქ. 8 მ.), ლინი (6 ქ.); მოტეიუნასი (15 ქ. 7 მ.), ბრუკსი (11 ქ.), გარსია (3 ქ.), კასპი.

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (36 ქ. 7 პ.), ჯეკსონი (23 ქ. 6 ჩ.), იბაკა (21 ქ. 15 მ. 5 დ.), სეფოლოშა (5 ქ.), პერკინსი (4 ქ. 8 მ.); ლემბი (5 ქ.), ადამსი (5 ქ.), ფიშერი (3 ქ.), კოლისონი (2 ქ.), ჯონსი.

 

ინდიანა – ნიუ იორკი 117:89 (30:31, 33:17, 24:21, 30:20)

ინდიანა: სტივენსონი (28 ქ.), ჯორჯი (25 ქ. 7 მ.), უესტი (21 ქ.), ჰიბერტი (11 ქ.), ჰილი (3 ქ.); გრეინჯერი (11 ქ.), სკოლა (10 ქ. 7 მ.), უოტსონი (5 ქ.), კოუპლენდი (4 ქ.), მაინმი (4 ქ.), სლოუნი (2 ქ.), ჯონსონი (2 ქ.), ბატლერი.

ნიუ იორკი: ენტონი (28 ქ. 7 მ.), ჩენდლერი (13 ქ. 9 მ.), ფელტონი (12 ქ.), ბარნიანი (6 ქ. 7 მ.), შამპერტი (2 ქ.); ჯეი არ სმიტი (12 ქ.), სტაუდმაიერი (8 ქ.), ჰარდუეი (4 ქ.), ტაილერი (4 ქ.), უდრიჰი, მარი, მარტინი, ოლდრიჩი.

 აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 38 30 1 0 7 3720:3347 0.816
2. მაიამი 38 26 1 2 9 3955:3746 0.711
3. ტორონტო 37 18 1 3 15 3655:3558 0.514
4. ატლანტა 39 17 3 1 18 3965:3930 0.513
5. ვაშინგტონი 37 16 2 4 15 3639:3671 0.486
6. ჩიკაგო 37 17 1 2 17 3415:3433 0.486
7. დეტროიტი 38 16 0 3 19 3781:3897 0.421
8. ბრუკლინი 38 14 2 2 20 3689:3835 0.421
9. შარლოტი 40 14 2 1 23 3735:3864 0.400
10.      ნიუ იორკი 39 13 2 1 23 3716:3850 0.385
11. კლივლენდი 39 10 4 2 23 3750:3971 0.359
12. ბოსტონი 40 14      0      0      26      3802:3947      0.350
13. ფილადელფია      38      9 4 1 24 3887:4196 0.342
14. ორლანდო 39 10 0 4 25 3744:3977 0.256
15. მილუოკი 38 6 1 5 26 3469:3799 0.184

 

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო 39 30 1 0 8 4085:3768 0.795
2. პორტლენდი 38 26 3 0 9 4146:3905 0.763
3. ოკლაჰომა სიტი 39 27 2 0 10 4084:3807 0.744
4. კლიპერსი 40 25 2 1 12 4235:4004 0.675
5. ჰიუსტონი 41 25 1 1 14 4301:4171 0.634
6. გოლდენ სტეიტი      40      24      1      2      13      4144:3959      0.625
7. ფინიქსი 38 22 0 2 14 3933:3836 0.579
8. დალასი 40 23 0 1 16 4148:4075 0.575
9. დენვერი 38 20 0 0 18 3921:3877 0.526
10. მემფისი 38 17 2 1 18 3651:3677 0.500
11.      მინესოტა 38 17 1 1 19 4068:3901 0.474
12. ნიუ ორლეანი 38 13 2 0 23 3851:3918 0.395
13. საკრამენტო 37 12 2 1 22 3773:3851 0.378
14. ლეიკერსი 39 14 0 0 25 3906:4130 0.359
15. იუტა 40 12 1 1 26 3784:4052 0.325

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:10 | 18.01.2014
joa (1081)

არა რა წელს კევინამ რო მვპ არ აიღოს პროტესტის ნიშნად ნბა-ს ზურგს ვაქცევ, დღეს დილით ვორიორსთან 54 ქულა დადო და თან რა ყომარი იგუდალა ათრია ძაღლივით ) სახლში კატასტროფულად ძლიერია ოკს, აი გასვლებზე რასელის დახმარება აუცილებელია.

რონდო დაბრუნდა იოხუნჯა როგორც ეხერხებოდა ისე პუბლიკაზე ყომარი გამოსდის და ესმის ეგ ელემენტი

12:41 | 19.01.2014
Boston Celtic (30)

მეც ვუყურე ვარიორსთან თამაშს რეები იკისრა ეგ ტოო 3 სამიანიზედიზედ როდესაც 6 ქულა იყო სხვაობა თან იგუდალასთან ვიღარ პარჩაკ მცველთან ხო არა,,რონდოს დაბრუდნება რო გამიხარდა ეგრე არავისი გმაიხარდება 8 ქულა მასხარაობით აიღო ოლ სტარის კაცია რაა

18:48 | 17.01.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

stripslashes((strlen('www.facebook.com/pages/ფეხბურთი-მეტი-ვიდრე-სპორტი/440619386064661')>0?'www.facebook.com/pages/ფეხბურთი-მეტი-ვიდრე-სპორტი/440619386064661':'www.facebook.com/pages/ფეხბურთი-მეტი-ვიდრე-სპორტი/440619386064661'))
დაალაიქეთ

18:43 | 17.01.2014
chikovansky91 (2776)

სადაც შეხვდა კევინი ყველგან გააბახა წვერა

17:59 | 17.01.2014
geogreece (9768)

გუშინ NBA სამივე თამაშის მეტობა დავწერე და პირველი ტაიმის შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ვერ მოვიგებდი ფულის ასაღებად რომ მივედი შოკში ჩავარდი უნამუსო ვიყო მეორე ტაიმში მხოლოდ 75 ქულა მინდოდა ჩავარდნილიყო

22:51 | 17.01.2014
Becks23 (1117)

მეოთხე მეოთხედში განსაკუთრებით ვერაფერი ქნეს 9 ქულა მხოლოდ ჰოვარდმა ფარქვეშიდან მაზა რამდენი და იტოკში მეორე მეოთხედი იყო რაგაც საოცარი შედეგიანი

20:10 | 17.01.2014
Madrileño (26972)

მართლა ცუდი ამბავი დაგმართნია ძმა

17:40 | 17.01.2014
kiler (975)

რა კარგი ბილეთი გამიფუჭა ამათმა მეტობამ ...ვუყურე თამაშს და მეორე ტაიმი იმენა იმაიმუნა სირმა ჰიუსტონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114306
სარეკლამო ადგილი - 99
X x X