ჩოგბურთი

11:53 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუიტის 599-ე

 მსოფლიო რეიტინგსიის ყოფილ ლიდერს ლეიტონ ჰიუიტს ინდიან უელსის “მასტერზ1000” 2002 და 2003 წლებში მოუგია (2005-ში ფინალში ითამაშა), კალიფორნიის შტატის წლევანდელი შეჯიბრების პირველ წრეში კი თანამემამულე მეთიუ ებდენს 7:6, 3:6, 6:3 სძლია და პროფესიულ კარიერაში 599-ე მატჩი მოიგო.

კლასიფიკაციის 41-ე ნომერმა, 33 წლის ჰიუიტმა რეიტინგში 62-ე საფეხურზე მდგომი 26 წლის ებდენი 2 საათსა და 12 წუთში დაამარცხა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ლეიტონმა 4 ეისი შეასრულა და ებდენთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა.

“მე და მეთიუ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ამიტომაც მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის იოლი არაა. თანაც მე და ებდენი ავსტრალიის ნაკრებში ერთად გამოვდივართ და მის პირისპირ თამაშისას თავს ძალა უნდა დავატანო, რათა ჟინით და სრული მონდომებით ვიასპარეზო. მეთიუს ძლიერი მოწოდება და ფორჰენდი აქვს. ყველაფრის მიუხედავად მისი ძლევა მოვახერხე”, - განაცხადა ჰიუიტმა ნამატჩევს.

ლეიტონის შემდეგი ოპონენტი სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონია, ჩვენ კი დავამატებთ, რონ ინდიან უელსის წლევანდელი ტურნირის საპრიზო ფონდი 4 მილიონ 720380 დოლარია.

0.117265