“დორტმუნდისა” და “ბაიერნის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი მიიჩნევს, რომ მიუნხენელებს დორტმუნდელთა თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი არ სჭირდებათ.
ლევანდოვსკისა და “დორტმუნდს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და ფეხბურთელი თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკის კარიერის “ბაიერნში” გაგრძელება სურს, მაგრამ ჰიტცფელდი მიიჩნევს, რომ “რეკორდმაისტერში” პოლონელის ადგილი არაა.
“ბაიერნს” ლევანდოვსკი არ სჭირდება. გასულ სეზონში, მიუნხენელებმა თავიანთი ძალა უკვე აჩვენეს.
ძალიან მომეწონა მანჯუკიჩი. მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი მიიტანა. თუ მანჯუკიჩი კლასიკური 9 ნომრის პოზიციაზე არ ითამაშებს, მაშინ მოედანზე ადგილი არც ლევანდოვსკისთვის მოიძებნება.
ლევანდოვსკიც კლასიკური 9 ნომერია. ის არაა ლიონელ მესი. სწორედ ეს საკითხი მაღელვებს. არსებობს თუ არა ლევანდოვსკის საჭიროება გვარდიოლას სათამაშო სქემაში...” – ციტირებს ჰიტცფელდის სიტყვებს TZ-Online.