ფეხბურთი

11:23 | 25.09.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ჰიონესმა ზამერის თემა დახურა

 

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ კლუბის სპორტულ დირექტორ მატიას ზამერთან პრობლემები არ აქვს.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგაში “ბაიერნის” მიერ “ჰანოვერის” 2:0 ძლევის შემდეგ, ზამერმა ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდის უსახური თამაში გააპროტესტა და იქვე დასძინა, ამით, კლუბის პრეზიდენტიც უკმაყოფილოაო. ჰიონესმა კი მაშინვე აღნიშნა, რომ კრიტიკის აუცილებლობას ვერ ხედავდა.

“ამ თემასთან დაკავშირებით ზამერთან ვისაუბრე და საკითხი უკვე ნაკლებად აქტუალურია. შესაბამისად, განვრცობას აღარ ექვემდებარება”, – განაცხადა “ბაიერნის” პრეზიდენტმა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:42 | 04.03.2016
butunichi (559)

დავაი ზაზა ჩაუდე კაზინსს

18:46 | 03.03.2016
eke99 (1362)

ღანდაობაა? რა შეე...ით დირკს

16:16 | 03.03.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

15:30 | 03.03.2016
bbbbbb (2031)

ბიძბურგერები უფრო გემრიელია

15:18 | 03.03.2016
BEERTRANCE (97819)

DDD

0.065702