ფეხბურთი

11:04 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი გულმა შეაწუხა

მიუნხენის “ბაიერნის” ექსპრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელიც ფინანსური მაქინაციების გამო მეორე თვეა, ციხეშია, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. Bild-ის ინფორმაციით, ჰიონესი გულმა შეაწუხა და შტარნბერგის კლინიკაში დააწვინეს.

ული ჰიონესი საავადმყოფოში სრულად გამოჯანმრთელებამდე დარჩება. შემდეგ კი კვლავ ციხეში დააბრუნებენ. შეგახსენებთ, ბავარიული კლუბის თავკაცს 3 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი.

0.124594