სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:24 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანმა მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

რიკი ჰიკმანის “მაკაბი თელ-ავივმა” ისრაელის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით გახსნა. კლუბმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი იცავს, “გალილ გილბოა” 99:93 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დევიდ ბლატის შეგირდები მეტოქესთან, რომელმაც რეგულარული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა, დასკვნითი მეოთხედის წინ 4 ქულის სხვაობით აგებდნენ, თუმცა, სიტუაციის შემობრუნება მოახერხეს.

ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. რიკიმ 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

თელ ავიველთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 5 კალათბურთელი ასცდა, საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ჯო ინგლესს ჰქონდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 13 ქულა, 9 მოხსნა.

ისრაელის პირველობის მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო შეხვედრას კი “გალილ გილბოა” 7 მაისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130282