ისრაელის საკალათბურთო ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში რიკი ჰიკმანის “მაკაბი თელ ავივი” იერუსალიმის “ჰაპოელს” გაეჯიბრა და 83:79 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი კი სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.
ჰიკმანი თელ ავიველთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. რიკიმ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მაკაბიმ” 6 მარცხის წილ 21-ე გამარჯვება იზეიმა და ლიდერობა სწორედ “ჰაპოელს” (20 მოგება) ჩამოართვა. თელ ავიველებს ისრაელის ჩემპიონატში მორიგი მატჩი 28 აპრილს ელით, როდესაც ჰაიფას “მაკაბის” დაუხვდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?
კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!
რა სისუელეა
) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს