ევროლიგის ტოპ-16-ის გათამაშების პირველ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის ”გალათასარაი” რიკი ჰიკმანის “მაკაბის” დაუხვდა და 84:90 წააგო. “მანუს” შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა კი მოედანზე 32:30 წუთი გაატარა და ბრწყინვალედაც გაისარჯა.
ჰიკმანმა 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 24 ქულის გარდა კი აქტივში 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ხოლო პასივში 1 შეცდომა და 1 პერსონალური ფოლი აღმოჩნდა. ისიც სათქმელია, რომ მეტოქეები რიკიზე ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ, მისმა ეფექტურობის კოეფიციენტმა კი 26-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ტოპ-16-ის F ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები 9-10 იანვარს ჩატარდება. 9-ში ჰიკმანის “მაკაბი” ყუბანის “ლოკომოტივს” დაუხვდება, ხოლო 10-ში მარკოიშვილის “გალათასარაი” მადრიდის “რეალს” ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შეჩვევა უნდა რა კაცს გუნდთან ჩვენ გვინდა მოვიდეს კაცი უცნობ გუნდში და ეგრევე შეეწყოს ესე არ ხდება მომავალში დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთ ითამაშებს. ევრო-2015 ზე კი იმედი მაქ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
ჰიკმენ სერიოზული მატჩი ჩაგიტარებია ეგრე ნაკრებში გესროლა 11-8 ორქულიანი რამ ჩააგდებინა ლებრონი ვერ ესვრის ამ პროცენტით შენ რა დაგემართა
ჰიკმანი დავიტოვოთ და აი ნახეთ შემდეგში მაკალებზე ნაკლებად არ ითამაშებს