კალათბურთი

13:45 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანმა “ფენერბაჰჩესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი რიკი ჰიკმანი სტამბულის “ფენერბაჰჩეს” წევრი გახდა. თურქულმა გრანდა, რომელიც მომავალი სეზონისთვის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს, ამერიკელ უკანახაზელთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჰიკმანმა გასული ორი წელი თელ-ავივის “მაკაბიში” გაატარა და წინა სეზონში გუნდთან ერთად ისრაელის ჩემპიონატი, თასი და ევროლიგა მოიგო.

ისრაელის ეროვნულ ჩემპიონატში რიკის 38 მატჩში საშუალოდ 10.7 ქულა, 2.8 მოხსნა და 3.0 პასი მოუგროვდა, ევროლიგაში ჩატარებულ 30 შეხვედრაში კი იგი საშუალოდ 12.2 ქულას, 2.6 პასს და 2.7 პასს აგროვებდა.

“მაკაბიში” გადასვლამდე ამერიკელ კალათბურთელს ფინეთში (“ნამიკა ლაჰტი”), გერმანიაში (“გიესენი” და “გოეტინგენი”), უნგრეთში (“პანონი”), რუმინეთში (“ოტოპენი”) და იტალიაში (“პეზარო” და “ნოვიპიუ კასალე”) უთამაშია.

ჰიკმანმა საქართველოს ნაკრების მაისური 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოირგო და 5 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 11.8 ქულა, 4.4 მოხსნა და 1.6 პასი იყო.

შეგახსენებთ, რომ რიკის საქართველოს ეროვნულ გუნდში ამჟამადაც ელიან, თუმცა, იგი პირველივე შეკრებაზე ჩამოსვლას უარობს. ამდენად, საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშის სტატუსით იგი ითამაშებს, თუ სხვა ვინმე, ჯერჯერობით გაურკვეველია.

0.135696