კალათბურთი

3:36 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანით “პანათინაიკოსი” დაინტერესდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი რიკი ჰიკმანი ათენის “პანათინაიკოსის” ინტერესის სფეროში მოხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ებრაელი ჟურნალისტი დევიდ პიკი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჰიკმანმა თელ-ავივის “მაკაბის” მაისურით ისრაელის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ყველაზე მთავარი კი ევროლიგაში გამარჯვება გახლდათ. ამჟამად, რიკის თავისუფალი დრო აქვს, მალე კი ევროპის ჩემპინატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების ეტაპზე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

ბარემ ვთქვათ, რომ “პანათინაიკოსი” დიდი ცვლილებების მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ ათენური გრანდი საბერძნეთის ჩემპიონი გახდა, შემადგენლობა ლამის უკვე განახევრებულია.

“პანამ” ოფიციალურად დაითხოვა ლიტველი იონას მაჩიულისი, გაბონელი სტეფან ლასმე, ბერძენი მიხაილ ბრამოსი, ამერიკელი რამელ კარი და ჩინელი შანგ პინგი, მანამდე კი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების უკანახაზელმა ზაკ რაიტმა, ხორვატმა როკო-ლენი უკიჩმა და მაიკ ბატისტმა დატოვეს.

უკვე ცნობილია, რომ ჰიკმანის გარდა, ათენელთა ინტერესის სფეროში ნიკ კალატესი, იან ვუიუკასი, ელეფტერის ბოხორიდისი, ალეკსანდრ ვეზენკოვი და გეორგიოს პაპაიანისი არიან.

0.108671