სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

1:12 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის “მაკაბიმ” ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

რიკი ჰიკმანის “მაკაბი თელ ავივმა” “გალილ გილბოას” გასვლით მატჩში 94:65 სძლია და მეოთხედფინალური სერია 3:1 მოუგო.

გასული მატჩების მსგავსად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა შედეგიანად ითამაშა.

ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. რიკიმ 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

რიკის გარდა, მაკაბელთაგან 10-ქულიან ზღვარს კიდევ 5 კალათბურთელი ასცდა: ალექს ტიუსი (18), დავიდ ბლუ (17), დუეინ სმიტი (13), იოგევ ოჰაიონი (11) და ტაირისი რაისი (11).

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ თელ ავიველები მასპინძლებს მხოლოდ 7 ქულის სხვაობით ამარცხებდნენ, მე-2 ტაიმში კი უპირატესობა ლამის 30 ქულამდე აიყვანეს.

ნახევარფინალურ სერიაში “მაკაბის” მეტოქე, დიდი ალბათობით, ეილატის “ჰაპოელი” იქნება, რომელიც თელ ავივის “ჰაპოელს” 2:0-ს უგებს და შესაძლოა, საქმე მომდევნო მატჩშივე მოითავოს, რომელიც 15 მაისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114762