კალათბურთი

2:34 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის “მაკაბიმ” ლიდერობა დათმო

რიკი ჰიკმანის თელ-ავივის “მაკაბიმ” ისრაელის ჩემპიონატში ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო, რაც ლიდერობის დათმობად დაიჯდა. თელ-ავიველები ჰაიფაში “მაკაბის” ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით (40:50) იგებდნენ, 68:66 დამარცხდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ჰიკმანმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

თელ ავივის “მაკაბიმ” 19 მოგების წილ მე-6 მარცხი განიცადა და პირველი ადგილი იერუსალიმის “ჰაპოელს” გადაულოცა, რომლის აქტივშიც 20 გამარჯვებაა. ჰიკმანის კლუბი მომდევნო შეხვედრას თანაქალაქელ “ჰაპოელთან” 6 აპრილს ჩაატარებს.

0.115051