კალათბურთი

12:37 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის “მაკაბი” ლიდერს გაუტოლდა

"ჰაპოელის" ქომაგი შორცანიტისის მუშტს გადაურჩა

რიკი ჰიკმანის თელ ავივის “მაკაბიმ” ისრაელის ჩემპიონატში თანაქალაქელ “ჰაპოელს” 83:80 სძლია და სატურნიროს ცხრილში მოგებათა რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ იერუსალიმის “ჰაპოელს” გაუტოლდა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. რიკიმ 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

თელ ავიველთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ტაირის რაისი გახლდათ 15 ქულით, იოგევ ოჰაიონმა და ალექს ტიუსმა კი 13-13 ქულა ჩააგდეს.

ჰიკმანის გუნდმა 6 მარცხის წილ 20 მარცხი მოაგროვა, მომდევნო მატჩს კი 12 აპრილს იერუსალიმში სწორედ

უშუალო კონკურენტ “ჰაპოელთან” ჩაატარებს.

და ერთიც. თელ ავივურ დაპირისპირებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. პრინციპულ მეტოქეთა შერკინების შემდეგ, მასპინძელთა ერთ-ერთმა ქომაგმა სტუმართა გოლიათ ცენტრ სოფოკლის შორცანიტისს შეურაცხყოფა მიაყენა და “საქმის გარჩევაც” დაიწყო.

“სოფო” ვაიგულშემატკივარს ტრიბუნებზე გაეკიდა და ცხადი გახლდათ, მისი ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, ჩხუბის წამომწყებს კარგი დღე არ ელოდა. საბედნიეროდ, წყობიდან გამოსული სტუმარი კალათბურთელი დროზე შეაჩერეს და ინციდენტიც შედარებით მშვიდობიანად დასრულდა.

http://vod.sport5.co.il/?Vc=147&Vi=166849

0.207168