რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ისრაელის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩში “გალილ გილბოა” 93:67 გაანადგურა და 2:1 დაწინაურდა, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
ჰიკმანმა მოედანზე 24 წუთი დაჰყო და 23 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. რიკიმ 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
დევიდ ბლატის შეგირდები მომდევნო მატჩს 12 მაისს სტუმრად გამართავენ და თუკი “გალილ გილბოას” ამჯერადაც აჯობეს, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ.
Please log in to post a comment Log in Or Register