სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

23:41 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის 21 ქულა და “მაკაბის” ფინალი

თელ ავივის “მაკაბიმ” ისრაელის ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რაშიც რიკი ჰიკმანის წვლილი უდიდესია. ეილატის “ჰაპოელთან” მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გახლდათ, “მაკაბიმ” კი ნახევარფინალური სერია 3:1 მოიგო.

გასული მატჩი წინა შეხვედრებზე დრამატული გამოდგა და მისი ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ეილატელები 10 ქულაზე მეტს იგებდნენ, ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა და საბოლოოდ, 100:96 იმარჯვა.

როგორც აღვნიშნეთ, გამარჯვებაში ჰიკმანის წვლილი უდიდესია. რიკი სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა.

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 14-დან 12 საჯარიმო ჩააგდო. ჰიკმანმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 10-ჯერ (!) დაჯარიმდნენ.

“მაკაბის” მხრიდან კარგად ითამაშეს სოფოკლის შორცანიტისმა (22 ქულა), ტაირის რაისმა (16 ქულა, 7 პასი) და დუეინ სმიტმა (15 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი), ხოლო “ჰაპოელს” ამერიკელმა კრისტიან უოტფორდმა ულიდერა 19 ქულით.

ფინალში თელ ავიველთა მეტოქე ჰაიფას “მაკაბი” იქნება, რომელმაც იერუსალიმის “ჰაპოელი” ასევე 3:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119557