კალათბურთი

1:20 | 30.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ჰიკმანი ფინალს მიუახლოვდა

თელ-ავივის “მაკაბი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი რიკი ჰიკმანი იცავს, ისრაელის ჩემპიონატის ფინალურ სერიას ერთ მოგებამდე მიუახლოვდა.

ეილატის “ჰაპოელთან” ნახევარფინალური დაპირისპირების მორიგ შეხვედრაში, მაკაბელებმა შინ 97:75 იმარჯვეს და 2:1 დაწინაურდნენ.

ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში თელ-ავიველებმა მეტოქეზე 23 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

28 წუთის განმავლობაში რიკის მონაგარი 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 5 პასი იყო. ჰიკმანმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“მაკაბის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს კიდევ ხუთმა კალათბურთელმა უწია, ყველაზე შედეგიანი კი ბერძენი გოლიათი სოფოკლის შორცანიტისი გახლდათ, რომელსაც 18 ქულის ჩასაგდებად 15 წუთი ეყო.

2 ივნისს გუნდები ერთმანეთს უკვე ეილატში გაეჯიბრებიან და თუკი იქაც “მაკაბიმ” იმარჯვა, ფინალის საგზურს მოიპოვებს, სადაც დიდი ალბათობით ჰაიფას “მაკაბი” ელის.

საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯება იზეიმა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა”. პირეოსელებმა ათენში “პანათინაიკოსს” 69:64 მოუგეს და 2:1 დაწინაურდნენ. ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სტარტი აიღო ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურმა ეტაპმა. ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “ვალენსიას” ესტუმრა და პირწმინდად დამარცხდა – 54:84. ქართველმა კალათბურთელმა 06:52 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 2 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო ჩააგდო და ისიც ვთქვათ, რომ მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

დღეს ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” მადრიდში “რეალს” დაუპირისპირდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:35 | 09.06.2013
Titan1 (570)

stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))

00:11 | 09.06.2013
zugsvani (6491)

ფაბრიციო თეთრთავამაგარი კაცი.ერთხელ ამისი გოლითაც მოგვიგო აძურამ

22:17 | 08.06.2013
ss18 (1696)

ისე ამას ფინტი ჰქონდა დამუღამებული
ფლანგზე ზურგით მიიღებდა პასს რაღაცნაირად გვერდითი ხაზის პარალელურად გაიგდებდა ბურთს მცველს შემოურბენდა და დიდი ნაბიჯებით ეწეოდა ბურთს და საჯარიმოში პრასტრელს აკეთებდა
არავნ აღარ აკეთებს ამ ფინტს ან ვერ აკეთებს...
რავანელის ფინტი

21:50 | 08.06.2013
დროგბა (16450)

აუ ეს რა მააგრი იყო მართლა ეს და ბაჯო ათრევდნენ იტალიას)

20:54 | 08.06.2013
neko-neko (1943)

რა მაგარი იყო ფეხბურთელი მარა არა მგონია როგორც მწვრთნელმა რამე ქნას ღირებული. ფერარას სიტვაციაში იქნება ესეც

0.065415