გერმანული “ლევერკუზენის” მთავარი მწვრთნელი სამი ჰიიპია მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, მისი გუნდის მეტოქე “პარი სენ ჟერმენი” დაუმარცხებელი იყო.
“უნდა გავითვალისწინოთ, ვინ იყო დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე. პსჟ საუკეთესო კლუბებს შორის შედის. დღეს, პარიზელები დაუმარცხებლები იყვნენ. თუ ასეთ გუნდთან გოლს უკვე მე-3 წუთზე გაუშვებ, ძნელია მას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიო.
პირველი გოლის გაშვების შემდეგ, გონს მოსასვლელად 15-20 წუთი დაგვჭირდა. პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ, მე-2 ნახევარში კი რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით.
ვფიქრობ, 10 კაცით უკეთ ვთამაშობდით, ვიდრე სრული შემადგენლობით.” – ციტირებს ჰიიპიას სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენში გამართულ შეხვედრაში პსჟ-მ 4:0 მოიგო. 59-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:3 იყო, მასპინძლებს ემირ სპაჰიჩი გაუგდეს.