ფეხბურთი

18:59 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკმა “ანჟი” დატოვა

 

ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი გუს ჰიდინკი “ანჟის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. 66 წლის ჰიდინკმა მახაჩყალელებს გადადგომის თხოვნით მიმართა და რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ მისი ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

“გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ “ანჟიში” ჩემი ერა მაშინ დასრულდებოდა, როდესაც გუნდი უჩემოდ განვითარებას განაგრძობდა. ეს დრო დადგა. დარწმუნებული ვარ, ამ კლუბს დიდი მომავალი აქვს და მოხარული ვარ იმის გამო, რომ ამ მასშტაბური პროექტის მონაწილე ვიყავი.” – განაცხადა გუს ჰიდინკმა გადადგომის შემდეგ.

0.115575