ფეხბურთი

10:30 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკს გუნდმა მოლოდინი ვერ გაუმართლა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა, იტალიასთან წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარი გუნდისგან უფრო მეტს ელოდა.

"ნაკრებში 15-წლიანი შესვენების შემდეგ, წარმატებულ დაბრუნებას ვიმედოვნებდი. ჩემი გუნდისგან უფრო მეტს მოველოდი. მარტინს ინდის გაძევებამ შეხვედრა გააფუჭა. საწყის წუთებში ჩვენი დაცვა სუსტად გამოიყურებოდა. ორი გოლის გაშვების შემდეგ, გუნდი უფრო დაცვაში ჩაჯდა. ფეხბურთელებმა ამ წაგებით ბევრი უნდა ისწავლონ." _ განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს "ნარინჯისფერები" ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

გიორგი ბალახაძე

0.135713