ფეხბურთი

19:59 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკი: “ჩელსი” ძალიან მომწონს”

მახაჩყალის “ანჟის” ჰოლანდიელი დამრიგებელი გუს ჰიდინკი აცხადებს, რომ მას ლონდონის “ჩელსი” ძალიან მოსწონს. ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, მან არ იცის, სად იმუშავებს მომდევნო სეზონში.

დიდი ალბათობით, უახლოეს ზაფხულში, “ჩელსის” ახალი მწვრთნელი დასჭირდება, რადგან ლონდონელთა ამჟამინდელ დამრიგებელს, რაფა ბენიტესს ინგლისის დედაქალაქში დიდხანს გაჩერება არ უწერია. თუ ესპანელმა “არისტოკრატების” რიგები მართლაც დატოვა, ჰიდინკს “ჩელსიში” დაბრუნების შანსი გაუჩნდება.

“ჩელსი” ძალიან მომწონს. ამ გუნდში თითქმის ნახევარი წელი გავატარე. ჩვენს მიერ ჩატარებულ 27 თუ 30 მატჩში მხოლოდ “ტოტენჰემთან” წავაგეთ. სხვა შეხვედრებში, ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ. მთავარი კი ისაა, რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა ძალიან მომწონდა.

ჰოლანდიურ ტელეარხთან საუბრისას განვაცხადე, რომ სეზონის ბოლოს, კარიერას დავასრულებ, მაგრამ “ანჟის” წარმომადგენლებთან სხვა ვარიანტებიც განიხილება. სხვა კლუბებს რაც შეეხება – ახლა 66 წლის ვარ, ხოლო შემოდგომაზე 67-ის ვიქნები. სანამ საკუთარ თავში ძალას დავინახავ, მუშაობას განვაგრძობ. დღეს ვერ გეტყვით, სად ვიქნები მომდევნო სეზონში.” – ციტირებს ჰიდინკის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.111073