კალათბურთი

13:32 | 8.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ჰიბერტმა შუა ოკეანიდან გამოცურა

ინდიანა პეისერზის” ცენტრმა როი ჰიბერტმა, რომელსაც მიმდინარე პლეი ოფის საწყის 8 მატჩში მხოლოდ 37 ქულა (!) ჰქონდა ჩაგდებული, დღეს დილით, “ვაშინგტონთან” მეოთხედფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში 28 ქულა მიითვალა და მასპინძლებს 86:82 მოაგებინა. შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელებთან პირველ მატჩში ჰიბერტმა 17:43 წუთის განმავლობაში ვერცერთი ქულა და მოხსნა მიითვალა და 2 “მშრალი” თამაში ჰქონდა “ატლანტა ჰოუქსთან” პირველი რაუნდის სერიაშიც, 28 ქულა კი, მისთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

ცხადია, როი ასეთი შედეგით ძალიან კმაყოფილი გახლდათ და აღნიშნა, რომ საყოველთაო კრიტიკის ფონზე, საკუთარ თავში საჭირო ძალების გამონახვა მოახერხა. “დევიდ უესტი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ შუა ოკეანეში აღმოჩენის შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. არავინ იყო გვერდზე, ვინც თოკს გადმომიგდება და მიშველიდა. ასე რომ, მე ეს, თავად შევძელი”.

ახლა, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია ვაშინგტონში გადადის და 9 და 11 მაისს “უიზარდსი” “პეისერზს” “ვერიზონ სენთერში” უმასპინძლებს.

საყაიმო ანგარიშია დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშიც, რომელშიც სასტარტო მარცხის შემდეგ, “ოკლაჰომა სიტი სანდერმა” მობილიზება მოახერხა და “ლოს ანჟელეს კლიპერსი” 112:101 დაამარცხა.

მასპინელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი რასელ უესტბრუკმა და კევინ დიურანტმა დაიდეს. პირველმა სამმაგი დუბლი შეასრულა, მეორეს კი ანალოგიურ შედეგამდე ერთადერთი პასი დააკლდა.

უესტბრუკმა 31 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი მიითვალა და საგულისხმოა, რომ უკანასკნელ ხუთ საპლეიფო შეხვედრაში, ეს, რასელის მე-3 ტრიბლ-დაბლი იყო. თავის მხრივ, 32 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი ჰქონდა აქტივში დიურანტს, რომელმაც თამაშის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა.

“გვინდოდა, მოედანზე დავბრუნებულიყავით და ჩვენი სიტყვა გვეთქვა. ვფიქრობ, გამარჯვებამდე სწორედ ამან მიგვიყვანა. ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მაქსიმუმი გავიღეთ და სამაგიეროდ, სასურველი შედეგი მივიღეთ”.

9 და 11 მაისს, მომდევნო ორ მატჩს კალიფორნიული “სტეიპლს სენთერი” მიიღებს.

 

ინდიანა – ვაშინგტონი 86:82 (23:23, 20:22, 25:19, 18:18)

ინდიანა: ჰიბერტი (28 ქ. 9 მ.), ჰილი (14), სტივენსონი (12 ქ. 7 მ.), ჯორჯი (11 ქ.), უესტი (9 ქ.); მაინმი (6 ქ.), უოტსონი (5 ქ.), სკოლა (1 ქ.), ტერნერი, კოუპლენდი.

ვაშინგტონი: გორტატი (21 ქ. 11 მ.), ბილი (17 ქ. 7 პ.), ნენე (14 ქ.), უოლი (6 ქ. 8 პ.), არიზა (6 ქ. 8 მ.); მილერი (6 ქ.), უებსტერი (5 ქ.), გუდენი (5 ქ.), ბუკერი (2 ქ.), ტემპლი.

სერიაში ანგარიშია 1:1

 

ოკლაჰომა სიტი – კლიპერსი 112:101 (37:28, 24:28, 33:21, 18:24)

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (32 ქ. 12 მ. 9 პ.), უესტბრუკი (31 ქ. 10 მ. 10 პ.), სეფოლოშა (14 ქ.), იბაკა (14 ქ. 7 მ.), პერკინსი (8 ქ. 9 მ.); ადამსი (6 ქ.), ჯეკსონი (4 ქ.), ბატლერი (3 ქ.), ფიშერი, ლემბი, კოლისონი.

კლიპერსი: რედიკი (18 ქ.), პოლი (17 ქ. 11 პ.), გრიფინი (15 ქ.), ბარნსი (11 ქ.), ჯორდანი (7 ქ. 8 მ.); კოლისონი (13 ქ.), დევისი (10 ქ.), კროუფორდი (7 ქ.), გრინი (3 ქ.), დადლი, გრეინჯერი.

სერიაში ანგარიშია 1:1


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:51 | 25.03.2014
Mia San Mia! Mia San FC Bayern!!! (210)

უნდა დარჩეს,ამაზე უკეთეს კლუბში ეხლა ვერსად ვერ წავა,თან სახლშია.

16:37 | 24.03.2014
arturi-baierni (24493)

კროოს რატო წელავ მოაწერე ხელი კონტრაქტს და დაამთავრე ეს გაუგებრობა თუ წასვლა გინდა ეგეც თქვი

13:50 | 24.03.2014
silva (3725)

4.5 სიტიში როდველს აქვს მგონი))ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება უძლიერესი ნახევარმცველია!

13:32 | 24.03.2014
chamilo (33560)

40 000 უმატებენ ხელფასს და მგონია რომ დარჩება კროოსი,უბრალოდ ზაფხულამდე წავა ალბათ ვაჭრობა ხელფასის ოდენობაზე

13:18 | 24.03.2014
Pharrell (1884)

აუუუ მოიეს,შენ იყო მართლა ოპოსუმი,თუ ეს კაცი არ დაითრიო

13:10 | 24.03.2014
Paul Scholes (85)

4.5 თს უხდიან ეხლა მანჩესტერი 10 თს უეჭველი მიცემს თუ გადავა

12:53 | 24.03.2014
gio--83 (4097)

მაგ კაცს ხელი არ დაედოს, ხელფასი მოუმატეთ ტეხავს რო ბუიტენს და მაგას ერთნაირი ჯამაგირი რო აქვს

12:51 | 24.03.2014
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

მემგონი დარჩება. გვარდიოლა მოგიწევთ ჩელსის სტანოკზე მოხვედრა.

0.092457