ფეხბურთი

11:27 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ჰერტას" მწვრთნელი: "კობიაშვილი საოცარია"

ბერლინის "ჰერტას" მწვრთნელი იოს ლუჰუკაი სასიამოვნოდ გაოცდა ლევან კობიაშვილის მიერ ჩაბარებული ტესტებით: 36 წლის ქართველი არათუ ჩამოუვარდებოდა ბევრად ახალგაზრდა თანაგუნდელებს, არამედ, ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

"ძნელად ვიჯერებ იმას, რაც ვნახე. კობიაშვილი დიდი პროფესიონალია, მისი მომზადების დონე და განწყობა სანიმუშოა. მომავალ სეზონში მისი დიდი იმედი მაქვს" - თქვა ლუჰუკაიმ.

შეხსენებისთვის, ლევანს ბუნდესლიგაში 336 მატჩი აქვს ჩატარებული.  

 

0.13268