გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურის პირველი მატჩი ბერლინში გაიმართა. "ჰერტასა" და "შტუტგარტს" შორის მატჩი საკმაოდ კორექტული აღმოჩნდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ერთადერთი გოლი "ოლიმპიაშტადიონზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი იხილა - 48-ე წუთზე მაქსიმის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ყველას ნახევარმცველმა გენტნერმა დაასწრო და სტუმრები დააწინაურა. ბერლინელები ბევრს ცდილობნენ, თუმცა შესანიშნავად თამაშობდა "შტუტგარტის" მეკარე ულრიხი.
"ჰერტას" 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა ლევან კობიაშვილი, თუმცა ქართველს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ამრიგად, "ჰერტამ" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაკარგა ქულები, ხოლო "შტუტგარტმა" ბოლო ორ მატჩში 6 ქულა აიღო.
ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 45 000
ჰერტა - შტუტგარტი 0:1 (0:0)
ჰერტა: კრაფტი, ვან დენ ბერგი, ბრუკსი, ლუნშტენბერგერი, პეკარიკი, ჰოსოგაი, ციგერცი (ვაგნერი 76), ბენ-ჰატირა, რონი, სკიელბრედი (შულცი 76), რამოსი.
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
შტუტგარტი: ულრიხი, შვაბი, საკაი, რუდიგერი, ბოკა, გენტნერი, კვისტი, ლაიტნერი (კაკაუ 89), ვერნერი (ჰარნიკი 66), მაქსიმი, იბიშევიჩი.
მწვრთნელი: ტომას შნეიდერი
მსაჯი: დენიზ აიტეკინი
გოლი: 0:1 გენტნერი (48)
გაფრთხილება: რონი (87), იბიშევიჩი (34)
კარში დარტყმა: 18 (13) - 8 (4) ჯარიმა: 12 - 13 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 3 - 13
გიორგი ბალახაძე