სხვა

10:10 | 20.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ჰერმაფროდიტ ჩემპიონს ოქროს აღარ ჩამოართმევენ

სამხრეთ აფრიკელი მორბენლის, კასტერ სემენიას გენდერული ტესტის ოფიციალური შედეგი არ გამოქვეყნდება. ამაზე მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაცია (IAAF), სამხრეთ აფრიკის სპორტის სამინისტრო და სპორტსმენის ადვოკატები ახლახან შეთანხმდნენ. ინფორმაცია სააგენტო “როიტერმა” სამხრეთ აფრიკის სპორტის სამინისტროსგან მოიპოვა. ამ ოფიციალური კომენტარის თანახმად, IAAF თანახმაა მორბენალს წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედალი, ჩემპიონის ტიტული და საპრიზო თანხა შეუნარჩუნოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოფიციალური გენდერული ტესტი სპორტსმენისთვის არასასურველ დასკვნას გამოიტანს.
ჯერ კიდევ აგვისტოში, მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, კასტერ სემენიას ბერლინშივე ჩაუტარეს სქესის დასადგენი გამოკვლევა და სექტემბერში, შედეგიც გამოქვეყნდა - სემენია ჰერმაფროდიტი აღმოჩნდა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20-21 ნოემბერს, IAAF-ის ხელმძღვანელობას გენდერული ტესტის შედეგზე დაყრდნობით იმაზე უნდა ემსჯელა, მომავალშიც დაერთო თუ არა სამხრეთ აფრიკელი მძლეოსანისთვის ქალთა ტურნირებში გამოსვლის ნება, მაგრამ იმის გამო, რომ ტესტის სრული დასკვნა ჯერ არ არსებობს, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღმაც გადაიწია.
სემენიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 800 მეტრ დისტანციაზე რბენაში, კონკურენტები დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა. ბევრმა სპეციალისტმა მაშინვე გამოთქვა ეჭვი, რომ ჩემპიონი ქალბატონი სინამდვილეში მამაკაცი იყო.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093158