ფეხბურთი

15:02 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰერაკლესს” გოგიას საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია

ჰოლანდიური “ჰერაკლესის” მთავარ მწვრთნელ იან დე იონგს გუნდში ქართველი ნახევარმცველის, აკაკი გოგიას დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჰოლანდიური ინტერნეტგამოცემები იუწყებიან, რომ 21 წლის ფეხბურთელმა მწვრთნელს თავი ჯერ ვერ მოაწონა.

“ჰერაკლესმა” ამხანაგური მატჩი ქვედალიგელ “ვიერდენთან” გამართა და 4:1 გაიმარჯვა. გოგიამ მეორე ტაიმი ჩაატარა. მის შესახებ იან დე იონგმა შემდეგი თქვა:

“შაბათს კიდევ ერთხელ უნდა დავაკვირდე, რათა მისი საკითხი გადავწყვიტო”.

გოგიას “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და განვლილ სეზონში ის “ზანქტ პაულიში” იყო განათხოვრებული.

 

0.117629