ფეხბურთი

13:00 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰერაკლესმა” გოგია არ დაიტოვა

ჰოლანდიის “ჰერაკლესმა” აკაკი გოგიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.

21 წლის ქართველი ნახევარმცველი, “ჰერაკლესში” 10 დღის განმავლობაში ვარჯიშობდა და ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ლიეჟის “სტანდარდთან” სპარინგში (1:1), გოგიამ გოლიც გაიტანა, მაგრამ ჰოლანდიური კლუბის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

გოგიას “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და განვლილ სეზონში, განათხოვრებული გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ზანქტ-პაულიში” იყო.

 

0.117759