ფეხბურთი

13:38 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონის თამაში შვეიცარიასთან საეჭვოა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა, ნაკრების ვარჯიშის დროს, მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა და შვეიცარიასთან მისი თამაში ეჭვქვეშ დადგა.  

ჰენდერსონი დღეს სამედიცინო შემოწმებას კვლავ გაივლის და უფრო ზუსტად ეცოდინება როი ჰოჯსონს, გამოიყენებს თუ არა ნაკრებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნახევარმცველს მომდევნო მატჩისთვის. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ექიმები ინგლისელ სპეციალისტს დამაიმედებელ პროგნოზს ვერ მისცემს.

ინგლისის და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

0.104664