კალათბურთი

16:21 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰეივუდი "შარლოტს" სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

 

"შარლოტ ბობკეთსის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბრენდონ ჰეივუდმა მარცხენა ფეხის ტერფის ტრავმა გაიმიზეზა და 2012/2013 წლების სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება საკუთარ გუნდს - იტყობინება ნბა-ს ოფიციალური საიტი.

მიმდინარე რეგულარულში 33 წლის ბრენდონმა 61 მატჩი ჩაატარა "შარლოტის" შემადგენლობაში და მისი საშუალო მონაგარი 3,5 ქულა, 4,8 მოხსნა და 0,8 დაფარება გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ჰეივუდი ლიგის აუტსაიდერ "ბობკეთსში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა "დალასიდან", იგი მე-12-ე სეზონს ატარებს ნბა-ში და მისი კარიერული მონაცემები ასე გამოიყურება: 6,9 ქულა, 6,1 მოხსნა და 1,4 დაფარება საშუალოდ მატჩში.

 

0.116144