ფეხბურთი

23:05 | 3.01.2014 | ნანახია 977 - ჯერ

ჰეიტინგამ “ვესტ ჰემი” იუარა

“ევერტონის” მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თქმით, მისი გუნდის ჰოლანდიელი მცველის, ჯონ ჰეიტინგას “ვესტ ჰემში” ტრანსფერი ჩაიშალა. ამის მიზეზი თავად ფეხბურთელია.

ჰეიტინგასა და “ევერტონს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და ფეხბურთელმა, რომელსაც აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია, გუნდის გამოცვლის სურვილი უკვე გამოთქვა. ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰეიტინგა “ვესტ ჰემში” გადადიოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ტრანსფერი ჩაიშალა.

“ჯონი დღეს დაბრუნდება და ჩვენს გუნდს შეუერთდება. მის ტრანსფერთან დაკავშირებით, “ვესტ ჰემთან” ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა ამ გუნდში გადასვლა იუარა, რადგან მან ჩათვალა, რომ ეს მისი კარიერისთვის კარგი არ იქნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ვესტ ჰემის” გარდა, ჰეიტინგას შეძენით იტალიური “რომაცაა” დაინტერესებული.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:21 | 04.01.2014
GOVEN (4940)

mushni
ვერმაელენი მიზის ზამენაზე და ეს სად წავიღო? )

00:04 | 04.01.2014
GOVEN (4940)

მაგარი მცველია! რა უნდა ამას ვესტჰემის ნაირ მაჩანჩალაში?!

02:30 | 04.01.2014
mushni (93569)

წაიყვანე მერე

23:51 | 03.01.2014
franchesco (248)

ეს უკვე თითქმის რომაშიაა

23:15 | 03.01.2014
super (8) (1364)

ზნაჩიტ რომა მოუნდააა

0.134023