სხვა

16:13 | 23.03.2014 | ნანახია 1449 - ჯერ

ჰარუ ბაშო კაკურიუმ მოიგო

სენსაციურად დასრულდა იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართული მარტის სუპერტურნირი. ჰარუ ბაშოზე “იმპერატორის თასის” მფლობელი 28 წლის ოძეკი კაკურიუ გახდა, რითაც მან იოკოძუნას სტატუსის მიღება გაინაღდა.

მანგალჯალავ ანანდმა ჩემპიონობა ბრწყინვალედ ჩატარებული საფინიშო ბრძოლების ხარჯზე იზეიმა. კაკურიუმ შაბათს თანამემამულე ჰაკუჰო დაამარცხა, კვირას კი ოძეკი კოტოშოგიკუ დასცა და ნანატრი ტიტული კარიერაში პირველად მოიგო.

ერთნაირი ბალანსი (12 მოგება, 3 მარცხი) აღმოაჩნდათ მონღოლ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის. ისინი ერთმანეთს ჰარუ ბაშოს დასკვნით დღეს გაეჯიბრნენ და ჰარუმაფუჯიმ ტორინაოსიში (განმეორებითი შერკინება) იმარჯვა. ასევე 12 მოგება მოუგროვდა სეკივაკე გოეიდოსაც.

მარტის სუპერტურნირი 6 მოგებით და 9 მარცხით დაასრულა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ერთადერთმა ქართველმა ბინადარმა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა ბოლო ბრძოლებში ჯერ ჩიომარუს სძლია, შემდეგ კი იკიოისთან დამარცხდა.

გაგამარუ ოსაკაში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა და ცხადია, უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) გამო, წოდებაში დაქვეითება ელის, თუმცა, მაკუუჩი დივიზიონის დატოვება არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში ჩინებულად იასპარეზა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი დოჰიოს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა და შვიდივე ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. ტოჩინოშინს სატიტულო წინსვლა გარანტირებული აქვს.

პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) 24 აპრილს გამოქვეყნდება, მომავალი ტურნირი კი 11-25 მაისს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება.

 მარტის ბაშოს მე-14 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=wFstG8GV2O4

მარტის ბაშოს მე-15 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=eQp50S8E8pE 

 

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:28 | 24.03.2014
BEERTRANCE (97819)

კუკურამ მართლა ძლიერად იასპარეზა და იმსახურებს იოკოძუნას ტიტულს.

20:20 | 23.03.2014
lelo2015 (613)

linkin-park

ტოჩინოშინს წინსვლა ელოდეა თუ იცი. გადავა შემდეგ დივიზიონში?

13:47 | 24.03.2014
lelo2015 (613)

მადლობა პასუხისთვის ყველას

09:26 | 24.03.2014
BEERTRANCE (97819)

ტოჩი არამგონია ეგრევე გადაიყვანონ ჯურიოში, მაგრამ მაკუშიტას მოწინავე რიგებში იქნება, და თუ ისევ უნაკლოდ იასპარეზე (ამაში დარწმუნებული ვარ) ივლისში უკვე ჯურიოში გადავა და იქნება შანსი რომ სექტემბერში მაკუუჩიში აღზევდეს.

00:26 | 24.03.2014
linkin-park (3179)

ხო როგორც ბერნაბეუმ თქვა. 10 ეულში წესით იქნება. მეტი არა

21:14 | 23.03.2014
bernabeu07 (1086)

ახლა 55 ნომერია მაკუშIტაში შეიძლება გადავიდეს მაგრამ მეეჭვება ალბათ ასე 5-6 ნომერი გახდება

19:49 | 23.03.2014
linkin-park (3179)

სენსაციური არ ეთქმის კაკურიუს დამსახურებულად მოიგო. აშკარად ყველაზე ძლიერი იყო ამ ტურნირზე. ოკინოუმი რაღაც უხერხული მეტოქედ ჩამოყალიბდა. წინაზეც მან მოუგო 1 ად ერთი და მერე პლეიოფი წააგო ჰაკუჰოსთან. ახლაც მაგან მოუგო მარტო.

ადმინ იმედია ბაშოს სრულ მიმოხილვას დადებ საიტზე

0.116883