ფეხბურთი

13:08 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰარტი სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება

როგორც ჩანს “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ გადაწყვიტა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე ჯო ჰარტი საქმეში კიდევ ერთხელ გამოსცადოს.

26 წლის კარის დარაჯს ინგლისის პრემიერლიგაში 27 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია. მაშინ მან “ჩელსისთან” მატჩში საბედისწერო შეცდომა დაუშვა და გუნდი 1:2 დამარცხდა.

ამის შემდეგ ჰარტს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში უწევდა თამაში, ხოლო ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრებში მისი ადგილი რუმინელმა კოსტელ პანტილიმონმა დაიკავა. თუმცა, ახლა პელეგრინიმ გადაწყვეტილება შეცვალა და “ფულჰემის” წინააღმდეგ კარში ჰარტი იდგება.

 

0.132812